გასულ ღამეს, ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს. თავდამსხმელი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში შევიდა, თუმცა თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. პირმა თანხის წაღება ვერ შეძლო.

ადგილზე სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ამორებულია კამერების ჩანაწერები. 

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი