
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რომელიმე პატიმარს ან თანამშრომელს კოორნავირუსი აქვს. ამ თემაზე უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
2020 წლის 15 სექტემბერს ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბრალდებულების სასამართლო პროცესზე მიყვანა დაგვიანდა. ტელეკომპანიამ ინფორმაცია ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით რამდენიმე თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ სისტემის ყველა თანამშრომელი ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტირებას გადის. სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
დღეს, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 22 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.