წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სოფელ წიწამურის მიმდებარედ, წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

როგორც უწყებაში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. საქმეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

შეგახსენებთ, თბილისის ნაწილი უკვე 4 დღეა უწყლოდაა. მოქმედებს გრაფიკი, რომლითაც რამდენიმე უბანს წყალი მხოლოდ სამი საათით მიეწოდება. ზოგიერთ რაიონში კი წყალს სპეციალური რეზერვუარებით არიგებენ. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც. 

წყალმომარაგების კრიზისი სოფელ  წიწამურთან, არაგვის ხეობაში 16 იცნისს მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. სამშენებლო ნარჩენებისგან შექმნილი ხელოვნური ფერდი დაიძრა, რამაც  მილსადენი დააზიანა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი