სავალუტო ჯიხურში მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა | ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული გ.მ. ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ის ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მყოფ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი