ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 52 ადამიანს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში კორონავირუსი 52 ადამიანს დაუდასტურდა. მათივე განცხადებით, ტესტი სულ 172 პირს გაუკეთეს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 66 ადამიანი იმყოფება, საიდანაც 63-ს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს. მათგან 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 17-ს საშულო.

საოკუპაციო ძალების ინფორმაციით, აფხაზეთში სულ 726 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 192 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 დაიღუპა.

ბოლო 24 საათში აქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 562;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 369;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6 633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი