გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი კაცი დააკავა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 13 სექტემბერს გორში მომხდარ მკვლელობაზე ერთი კაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.თ-მ ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი