
ოზურგეთში ერთი ოჯახის 3 წევრს - დედ-მამას და მცირეწლოვან ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში ადასტურებენ.
საავადმყოფოში გადაიყვანეს კიდევ ერთი მცირეწლოვანი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი არ აქვს, თუმცა ტემპერატურა აღენიშნება.
ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და სტაბილურია.
ბოლო 24 საათში აქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.