უცნაური პირველი დღე "სკოლაში" - ონლაინ სწავლებისთვის მოუმზადებელი სკოლები

გამოქვეყნდა:

დღეს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. მათ შორის პირველკლასელებისთვისაც 

პრემიერის გადაწყვეტილების გამო, საჯარო დაწესებულებების მსგავსად, სწავლა ოქტომბრამდე გადაიდო კერძო სკოლებშიც. 

მშობლები ამბობენ, რომ მოზარდს ვერავის უტოვებენ და ბავშვის სამსახურში წაყვანა უწევთ. 

მშობელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სკოლებმა ონლაინ რეჟიმზე გადასასვლელად ადაპტირება ვერ მოასწრეს, რადგან სწავლის დისტანციურად გაგრძელებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის ბრძანება სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სწავლის შეწყვეტიდან თითქმის 7 თვის შემდეგ, განათლების სისტემა ისევ მოუმზადებელია, რადგან ონლაინ სწავლებისთვის სასწავლო გეგმა სწორად გაწერილი არ არის და უწყებას არც ხარვეზების გამოსასწორებლად უზრუნია. ოპოზიციაში პესიმისტურად უყურებენ მინისტრის დაპირებას, რომელმაც თქვა, რომ პირველი ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

7-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს სწავლა დიდი ქალაქების გარდა, ყველგან დაიწყო. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი