მოქალაქე სასამართლომ 2 თვით ციხეში გაუშვა ერთი უწყინარი რეპლიკის გამო. ამასთან, ამ რეპლიკის არც შინაარსი და არც ადრესატი არ ყოფილა ის, რის გამოც სასამართლომ დასაჯა. რაც კიდევ უფრო დიდი აბსურდია, ერთი და იგივე ფაქტისთვის ეს ადამიანი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დააპატიმრეს, მაგრამ ყველაზე მძიმე ამ ისტორიაში მაინც დაკავების ეპიზოდია. პროკურატურამ ჯელალ ქიქივა ზუსტად შვილის ქორწილის წინ დააკავა.