ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე ფსოუზე განთავსებულ "სასაზღვრო პუნქტზე" სროლა იყო. ადგილობრივ "სამართალდამცავ უწყებას" მომხდარზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა კრემლის მედია TASS-ს, გაგრის რაიონის "პროკურატურამ" განუცხადა, რომ "გაგრის რაიონში, რუსეთ-აფხაზეთის საზღვართან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს".
ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გადატანის მუხლებით აღიძრა.
არსებული ინფორმაციით, სროლა იყო ახალ ათონშიც.