შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში - "სარფი," მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის, ხელბარგისა და სხეულის, დეტალური დათვალიერების შედეგად, 25 444.84 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს (საერთო წონა: 115.64 გრამი).
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.