
გიორგი შაქარაშვვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაგრძელდება. დღესვე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაიკითხონ, მათ შორის სავარაუდოდ იქნებიან ამავე საქმეზე დაკავებული სრულწლოვანი პირები: ნიკა რევაზიშვილი, ვახტან ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე.
დაკავებული სრულწლოვნებიდან უკვე ცნობილია, რომ მათ ნაწილი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს, ნაწილი კი გადაწყვეტილების შესახებ დღეს იტყვის.
ნიკა რევაზიშვილის ადვოკატი, შოთა კახიძე ამბობს, რომ რევაზიშვილმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე არასრულწოვნების საქმის განხილვისას. კახიძის თქმით, ბრალდებული ჩვენებას მისცემს მისივე სისხლის სამართლის საქმეებზე.
ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი, ლელა გოგოლაძე ამბობს, რომ ბრალდებული, სავარადუდოდ, ჩვენებას მისცემს.
არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის თქმით, ბრალდებული სხვა არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძახებული იყო მიწმის სახით. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ. ადვოკატი ამბობს იმსაც, რომ გაგნიძე მართმსაჯულებას არ გაურბის და ინფორმაციას მიაწვდის.
შეგახსენებთმ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.
მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს - ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.