სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, გამოცხადდა კარანტინი

გამოქვეყნდა:

სენაკის სამხედრო ბაზაზე ორ ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. 

არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცები ბათუმიდან არიან და შვებულების დროს, სწორედ აჭარაში  - სახლში იყვნენ წასულები. ბაზაზე დაბრუნებიდან მესამე დღეს კი, მათ კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდათ. 

ამ ეტაპზე სამხედრო ბაზიდან 250 ტესტია აღებული და მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. იქამდე კი, მეორე ქვეითი სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა, პრევენციის მიზნით, ბაზიდან ჯარისკაცებს არ უშვებენ.  აქვე, ხელმძღვანელობა, არც იმ ჯარისკაცებს მიიღებს, რომლებიც ყოველ მესამე დღეს ცლვაში იყვნენ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის "მთავარი" თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ბაზაზე ინფიცირებულების შესახებ ინფორმირებული არ იყო და გვითხრა, რომ გაარკვევს და დაგვიკავშირდება. 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დრომდე ინფიცირებულთა რიცხვი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა. 

ასევე ბოლო 24 საათში 31 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2758;
  • გამოჯანმრთელებულია -  1412
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 22 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი