ყველაზე რთული ეპიდსიტუაცია, კვლავ აჭარაშია, სადაც ბოლო 24 საათში COVID-19-ის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 31 ადმიანი.
აჭარა-ბათუმში არის - 144, ქობულეთი 1 შემთხვევა; თბილისში 29; იმერეთი-ქუთაისი არის 7 და საჩხერე 1; შიდა ქართლი გორი - 4; ქვემო ქართლი გარდაბანი - 3; გურიაში-ოზურგეთში 4 შემთხვევა; ზემო სვანეთი -სამეგრელო- ზუგდიდში 2 და ფოთში1 - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 22 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.