ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა პედაგობების კლასტერს უკავშირდება

გამოქვეყნდა:

ქუთაისში კოვიდინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სავარაუდოდ, ყველა მათგანი პედაგოგების კლასტერს უკავშირდება.

სულ იმერეთის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათში 1400 მდე ბიოლოგიური ნიმუში აიღეს და აქედან დადებითი მხოლოდ რვა პასუხია.

იმერეთის მასშტაბით ამ დრომდე კოვიდ 19-ის 100- მდე შემთხვევაა გამოვლენილი. სულ ქუთაისში კოვიდ კლინიკებში 187 პაციენტი მკურნალობს როგორც იმერეთიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან.

დღეიდან ქალაქის ცენტრიდან აიღებენ კარავს, რადგან გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, პედაგოგებისა და აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების გატესტვა დასრულდა. სულ საველე კარავში 1000 მდე ბიოლოგიური ნიმუში აიღეს.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი