იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაიონულ სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაიონულ სასამართლოებში მოსამართლის 17 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნულ ვაკანსიებზე განცხადებები 2024 წლის 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ელექტრონული ფორმით მიიღება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული.

„რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

„ ა) ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული;

გ) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული;

დ) გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული: ე) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული;

ვ) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული;

ზ) თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახმეტის

მუნიციპალიტეტში - 1 საშტატო ერთეული; თ) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული;

ი) სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული;

კ) საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში - 1 საშტატო ერთეული; ლ) სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული;

მ) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული:

6) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - 2 საშტატო ერთეული; ო) ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული;

პ) ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - 1 საშტატო ერთეული;

ჟ) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე შუახევის მუნიციპალიტეტში - 1 საშტატო ერთეული.

რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის 17 ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2024 წლის ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით.

ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველა ეროვნულ მაუწყებელს“, - წერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაში

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი