სროლა ბოლნისში | გვიან ღამით, ერთ-ერთი ადგილობრივის მანქანას თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლნისში, სოფელ ფოლადაურში მცხოვრებ ადალათ ჩობანოვის მანქანაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

როგორც მისმა ახლობლებმა "მთავარ არხთან" თქვეს, შეიარაღებულმა პირებმა მანქანის მიმართულებით 60-მდე გასროლა განახორციელეს, თუმცა ავტომობილს 20-ზე მეტი ტყვია მოხვდა. ცნობილია, რომ მანქანის მფლობელმა შემთხვევის ადგილი უვნებლად დატოვა. 

ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და გამოძიება დაიწყო.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი