წახალისებული ძალადობა და ცემით მოკლული ახალგაზრდა თბილისში | შაკო ისაევის საქმის დეტალები

გამოქვეყნდა:

ცემით მოკლული ახალგაზრდა. "ოცნების" მიერ წახალისებული ძალადობა და ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტი სრულ მოქმედებაში. ქუჩური გარჩევა, რომელიც უმძიმესი შედეგით დასრულდა. 19 წლის შაკო ისაევი ვარკეთილში ე.წ. მაყურებლებმა სასტიკად სცემეს; უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდას გადარჩენა ექიმებმა ორკვირიანი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს. შაკო ისაევთან ერთად, ე.წ. უბნის მაყურებლები მის ძმასაც გაუსწორდნენ. ისიც კლინიკაში მოხვდა და ამ დრომდე მკურნალობს. გარჩევა 90-იანის წლების მეთოდებით და სასიკვდილოდ გამეტებული 19 წლის ახალგაზრდა ბიჭი. ისაევის საქმეზე ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით 3 პირია დაკავებული, თუმცა გარჩევაში გაცილებით მეტი ადამიანი მონაწილეობდა და ეს ადგილობრვების ინტერვიუებითაც დასტურდება. რა მოხდა ვარკეთილში და როგორ აამოქმედა ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტი "ოცნებამ" - იხილეთ ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი