შაქარაშვილის ექსპერტიზა და გარდაცვალების დრო - სასამართლოში დღეს ექსპერტს დაკითხავენ

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საქმის განხილვა დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, და ორი ბრალდებული - გიგა ტატიაშვილი და სავარაუდოდ ნიკა ჟვანია, რომელმაც დაკითხვა თავად მოითხოვა.

ადვოკატები ალექსანდრე გეჯაძეს ექსპერტიზის დასკვნაზე დაუსვამენ შეკითხვებს, მათ ასევე აინტერესებთ - დადგინდა თუ არა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური დრო.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს -  ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი