კახეთში კორონავირუსი შსს-ს 2 თანამშრომელს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

კახეთში, კორონავირუსი ოთხ ადამიანს დაუდასტურდა,  აქედან  ორი შსს-ს თანამშრომელია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის  ინფორმაციით, ყველა შემთხვევის კონტაქტები დგინდება.

ოთხი ახალი შემთხვევიდან, ერთი არის მატანში, ქორწილის კლასტერიდან, ის იყო თვითიზოლაციაში. ერთი შემთხვევაა ლაგოდეხში, ხოლო ორი ახალი შემთხვევაა სიღნაღში. გამოვლენილი პაციენტები  არიან ქალბატონები, რომლებიც გამოვლენილია გეგმიური ტესტირების შედეგად. ეს შემთხვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის სამმართველოში  და წყარო არის დაუდგენელი. ეპიდემიოლოგები მუშაობენ ყველგან, სადაც კოვიდ- 19 გამოვლინდა. რაც შეეხება გურჯაანის, 63 კონტქატს, ყველა პასუხი უარყოფითია" -ამბობს ხიზანიშვილი.

კოვიდ ინფიცირებულ პირებს უახლოეს საათებში, სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ. 

ტესტირება გრძელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშიც, სადაც სამედიცინო პუნქტი, 14 სექტემბერს განთავსდა. ბიოლოგირი მასალა კვლევისათვის, ეტაპობრივად იგზავნება.

 ხვალისათვის, კახეთში,  520 პირის ტესტირების პასუხს ელოდებიან.

 დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში 28 დადასტურებული შემთხვევაა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი