სროლა და დაჭრა რაგბის კავშირში - შსს-მ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირში მომხდარი სროლისა და დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როოგრც უწყების პრესსამსახურში, "მთავარს" უთხრეს სისხლის სამართლის საქმე 118-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და 236-ე იარღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

სხვა დეტალებზე უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ. უცნობია იდენტიფიცირებულია თუ არა დამნაშავე და არის თუ არა ვინმე დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ სროლა რაგბის კავშირში ცოტა ხნის წინ მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ვიცე პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ 7 კაცა რაგბის ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად იუნკერების გუნდის ხელმძღვანელი - რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი