დაჭრილი მორაგბე - დაუზუსტებელია რას მოჰყვა ჩხუბი რაგბის კავშირში

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირის ტერიტორიაზე ამ დროისათვის პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამომძიებლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ჯერჯერობით უცნობია მომხდარი დაჭრის დეტალები. სავარაუდოდ მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებსაც სამართალდამცველები კითხავენ.

თუმცა არსებული ინფორმაციით, რაგბის კავშირში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დროებით მმართველად თორნიკე გოგებაშვილი დაინიშნა და რაგბის კავშირის მმართველობაში სუს-ი ჩაერია.

თორნიკე გოგებაშვილი კავშირის გამგეობამ დროებით მმართველად 20 აგვისტოს აირჩიეს. მანამდე კი რეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა გიორგი გორგასლიძემ დატოვა.

რაგბის კავშირში მომხდარი სროლისა და დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც უწყების პრესსამსახურში, "მთავარს" უთხრეს სისხლის სამართლის საქმე 118-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და 236-ე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

სხვა დეტალებზე უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ. უცნობია იდენტიფიცირებულია თუ არა დამნაშავე და არის თუ არა ვინმე დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ სროლა რაგბის კავშირში ცოტა ხნის წინ მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ვიცე პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ 7 კაცა რაგბის ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად იუნკერების გუნდის კაპიტანი - რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი