გორში 40 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ის დასავლეთ საქართველოდანაა და გორში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოუვიდა, რაც დაჭრით დასრულდა. "მთავარის" ინფორმაციით, მომხდარში რამდენიმე პირი ფიგურირებს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე ამოიღეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რაც შეეხება დაჭრილს. მას სამედიცინო დახმარება გორის ჰოსპიტალში გაუწიეს. ექიმის ცნობთ, დაჭრილს აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები და ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრა კომბინატის დასახლებაში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ.
მომხდარზე შსს-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.