ანტირუსულ აქციებზე, რკინის ღობის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული კიდევ ორი ახალგაზრდა დატოვა პატიმრობაში. საუბარია საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილზე, რომლებსაც პარლამენტის წინ აღმართული რკინის ღობის დაზიანებას ედავებიან

გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რაც ხუჯაძემ ძალაში დატოვა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დაკავებულების ადვოკატები ახალგაზრდების  1000 და 400-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

შეგახსენებთ, ანტირუსულ აქციაზე დაკავებული კიდევ 6 პირი დატოვა მოსამართლემ გუშინ, 1-ელ ივლისს პატიმრობაში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი