14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ "ქმარს" უვადო პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ "ქმარს" უვადო პატიმრობა შეეფარდა. გამამტყუნებელი განაჩენი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  მამუკა წიკლაურმა ცოტა  ხნის წინ გამოაცხადა.

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით, მათ შორის, გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს. 

იმის გამო, რომ   საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხებოდა, სასამართლო პროცესი  მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბოლო სხდომა  2 საათს  გაგრძელდა.

საქმის მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა მსჯავრდებულმა  იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა.

მოზარდის წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი , ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ. ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული  - აითაჯ შახმაროვას დედა, ბიძა და მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი