სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ | 3 შვილის დედა ყოფილ ქმარს უჩივის და ოზურგეთის სასამართლოსთან აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

სამი შვილის დედამ ოზურგეთის რაიონული სასამართლთან კარავი გაშალა. თამთა ჟვანიას პროტესტის მიზეზი მის არასრულწლოვან გოგონაზე შესაძლო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის განხილვის გადადება გახდა. თამთა ჟვანიას პროცესები საეჭვოდ ჭიანურდება, არ იკითხება არც დაზარალებული. 

დედა შვილზე ძალადობაში მის ყოფილ ქმარს, ბავშვის მამინაცვალს ადანაშაულებს.  ის ყოფილ მეუღლეს, საერთო შვილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაშიც სდებს ბრალს. ამბობს, რომ კაცმა არასრულწლოვანი შვილი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქცია და დედასთან ურთიერთობას უკრძალავს.

"მტკიცებულება, რის საფუძველზეც მე დავიწყე სისხლის სამართლის საქმე, არის ეს სურათი, რომელიც გამომიგზავნა ბავშვმა ჩემი იტალიაში ყოფნის დროს. და აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება საქმეში არ დევს. სამი წელია გრძელდება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არ ინიშნებოდა იქ თაროზე, წინა თვეში დაიწყო ჩანიშვნა, დავიკითხე მე, ახლა უკვე უნდა დაკითხულიყო არასრულწლოვანი გოგონა მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, უფრო სწორად, იმ მიზეზით რომ მას არ ჰქონდა, მოსამართლეს, დრო, მითხრა, რომ გაუქმდა სხდომა. მე მაინც ჩამოვედი. გამოვხატავ პროტესტის ამ ფორმას ამ ფორმით და დავდგი კარავი", - ამბობს თამთა ჟვანია. 

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი