"ქოცრეჟიმი მასამართლებს იმისთვის, რომ სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ჩამიტარა ეგზეკუცია" | ქაცარავა სასამართლოში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

დავით ქაცარავა დაკითხვაზე სასამართლოშია დაბარებული. უცნობია რა დარღვევას ედავებიან სამართალდამცველები ქაცარავას, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა ხალხის რიგებიდან მოიტაცეს, სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს:

"გუშინ მომივიდა შეტყობინება სასამართლოდან :
5 ივლისს ქოცრეჟიმი მასამართლებს იმისთვის, რომ 14 მაისს სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ჩამიტარა ეგზეკუცია. 
ალბათ, მოიყვანენ პოლიციელებს და ტრადიციულად ათქმევინებენ, რომ სამხრე კამერები გათიშული იყო და აი ზუსტად მაგ დროს დედის რძე ვაგინე მათ. 
რაც გამიკეთეს ამ ჯალათებმა, კი იყვნენ ამისთვის საგინებლები, მაგრამ მართლა არ მიგინებია. არც შარდი შემისხამს მათთვის(საბურთალოს გამგეობის თანამშრომელმა სცადა ამ ჭორის გავრცელება) 
მოკლედ, 5 ივლისს შაპიტოს მორიგი სხდომა გაიმართება. 
ფოტოს კი შეხსენებისთვის ვამატებ, თუ რისთვის უნდა გამასამართლონ ამ რუსის მონებმა. 
დრონი მეფობენ, დრონი… " წერს ქაცარავა. 

ქაცარავა ოფიციალურად დაზარალებულადაა ცნობილი თუმცა, შსს მას ადმინისტრაციულ კანონდარღვევას მაინც ედავება და სასამართლოშიც ამიტომ იბარებს. შესაბამისად, არაა გამორიცხული ქაცარავა დააჯარიმონ, ან ბრალდებულის სტატუსი მოუხსნან.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი