ახალი ფაქტები ავიაკატასტროფის შესახებ, თუმცა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვები. რა მოხდა ბოლნისის ცაში, ჯერჯერობით უცნობია. არსებობს ვიდეოკადრები, რომლებიც კატასტროფამდე ერთი წუთით ადრეა გადაღებული. დაეხმარება თუ არა ეს კადრები ექსპერტ-გამომძიებლებს, უცნობია. მათ განკარგულებაში ასევე არის ე.წ. შავი ყუთი, რომელიც სუ 25-ის ფრენის ბოლო მონაცემებს და პილოტის რადიოკავშირის ჩანაწერს შეიცავს. გამოძიების ოფიციალურ შედეგამდე კი ავიაციის ექსპერტები უკვე საუბრობენ ავარიის შესაძლო ვერსიებზე, რომლებიც რამდენიმეა.