"ზურაბ ოკმელაშვილი გადმოიწია ავტომობილიდან, გადმოიღო იარაღი, განახორციელა გასროლა..." | სასამართლო დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმის საქმეს განიხილავს

გამოქვეყნდა:

დღეს ბოლნისის სასამართლოში გიორგი ტატუაშვილი დაიკითხა. დაზარალებულმა დეტალურად გაიხსენა 2023 წლის 1 ნომებრს მომხდარი. დმანისის ყოფილი მერის თქმით, კახა მენაბდიშვილი და ზურაბ ოკმელაშვილი მას პოლიტიკური უთანხმოების გამო გაუსწორდნენ. დღეს სასამართლოში იყვნენ ოკმელაშვილი და მენაბდიშვილიც, რომლებიც 6-თვიანი ძებნის შემდეგ მაისში დააკავეს. მათ სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. ამ წუთებში ტატუაშვილი ბრლადებულების ადვოკატების შეკითხვებს პასუხობს.

"...გავიგონე გასროლის ხმა, რომელიც მოხვდა საბურავს, ავტომობილის საბურავს. ავტომობილმა დაკარგა მანევრირება, შემდეგ დავიმორჩილე ავტომობილი და ავტომობილის დამორჩილებისთანავე მოჰყვა გასროლა..." - თქვა ტატუაშვილმა. 

ადვოკატის შეკითხვაზე, ვინ ისროლა, ტატუაშვილი ამბობს, რომ ზურაბ ოკმელაშვილმა: "მე რომ წამოვედი დასახლებული პუნქტის მიმართულებით, ზურაბ ოკმელაშვილი გადმოიწია თავით ავტომობილიდან, მარჯვენა, მძღოლის მხარეს წინ, გადმოიღო იარაღი, განახორციელა ერთი და ორი გასროლა"... 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი