დმანისის ყოფილ მერზე განხორციელებული თავდასხმა და ხმაურიანი საქმის განხილვა ბოლნისის სასამართლოში. პროცესზე დღეს თავად გიორგი ტატუაშვილს უსმენდნენ, რომელმაც დეტალურად გაიხსენა 2023 წლის პირველი ნოემბრის მოვლენები და მასზე თავდასხმის ფაქტი. ტატუაშვილის გამოკითხვას ირონიით ისმენდნენ ბრალდებულები. კახა მენაბდიშვილი და ზურაბ ოკმელაშვილი, რომლებსაც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ასამართლებენ 6-თვიანი მიმალვის შემდეგ დააკავეს. ყოფილი მერი მათ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.