წალენჯიხაში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მსუბუქად დაჭრა. შემთხვევა გუშინ, იმ დროს მოხდა, როცა ბავშვები უფროსებთან ერთად მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასულები.
თავდაპირველად ბავშვს დახმარება ადგილობრივმა ქირურგმა გაუწია, თუმცა, იმის გამო, რომ ზუგდიდში ბავშვთა რეანიმაცია არ არის, მოზარდი შემდგომი დაკვირვებისა და მართვის მიზნით, ასევე, გამოკვლევების ჩასატარებლად, ბათუმში გადაიყვანეს, მას ჭრილობა ზურგზე აქვს, თუმცა ოპერაცია საჭირო არ გახდა.
არასრულწლოვანს კლინიკიდან დღეს გაწერენ. ორივე ბავშვი მშობლების თანდასწრებით გამოიკითხა, დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ემა გოგოხია.