სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი უდანაშაულოდ ცნო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე, 14 მაისს დაკავებული არასრულწლოვანი, გიორგი მელიქიშვილი უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, არასრულწლოვანს ორ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ- წვრილმან ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო კი მას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ორი მოწმე: პოლიციელი და ერთი თვითმხილველი ჟურნალისტი, რატი მუჯირი გამოიკითხა. "რადიო თავისუფლების" ცნობით, მელიქიშვილის დაცვის მხარეს კიდევ 30-მდე მოწმე ჰყავდა, თუმცა მოსამართლემ მათი გამოკითხვა საჭიროდ არ მიიჩნია. საქმეში არის ფოტო და ვიდეომტკიცებულებებიც, რომელიც ადასტურებს რომ არასრულწლოვანი პარლამენტის შენობის შემაღლებულ ფასადზე ფოტოების გადასაღებად იყო ასული, როცა პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო.

მელიქიშვილმა პოლიციელების მხრიდან დამცირებისა და არაადამიანურ მოპყრობის გამო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სარჩელი შეიტანა.

ფოტო: ანა ჭუმბურიძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი