"ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა - შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში" | ბურჭულაძე ავიაკატასტროფაზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი გმირი - არსებობს თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია, რომ ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში", - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საუბრობს, რომელიც გორში კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა და დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა.

„მინდა მივუსამძიმრო ჩვენ თავდაცვის ძალებს ჩვენი დაღუპული გმირის, ვიცე-პოლკოვნიკის ზურაბაშვილის ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით, ავიაციის სარდლობას. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი გმირი. მე მინდა, ვთხოვო საზოგადოებასა, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ორ თეორიულ ვერსიაზე ერთი, არის, რომ შესაძლოა ტექნიკურად გაუმართავი ყოფილიყო საფრენი აპარატი და მორე ის, რომ შეიძლება შეცდომა დაეშვა ჩვენ პილოტს. ამ ორი ვერსიის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს მესამე და თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია, რომელიც არის ის, რომ ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში. ვიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს მაგალითი, რომ დავაფასოთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არა მარტო იმიტომ,რომ საბრძოლო მოქმედებებში მიიღებენ ან იღებენ მონაწილეობას, არამედ იმიტომაც, რომ მათი ყოველი დღე არის რისკის მატარებელი, ისინი თავანთ სიცოცხლეს ყოველდღიურად გაიღებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე. 

შეგახსენებთ, ტრაგედია 2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  დისველში დატრიალდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი  მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი