თბილისში კურიერს პნევმატური იარაღით თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს პნევმატური იარაღით თავს დაესხნენ - ინფორმაციას შაბათის ფორმულა ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

დაჭრილი კურიერის დედის ცნობით, მისმა შვილმა კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

სარედაქციო ჩასწორება: თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი გავრცელდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია შსს-მ უარყო და გვითხრა, რომ თავდასხმაში მხოლოდ 1 ადამიანი მონაწილეობდა და მას პნევმატური იარაღი ჰქონდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი