მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევად კვლავ ე.წ “კლანური მმართველობა" რჩება - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშში, რომელსაც "საია" აქვეყნებს.
რიგით მე-12 მონიტორინგი 2023 წლის 1 იანვარი - 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მასში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა -"იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა" - აცხადებს "საია".
მონიტორინგის თანახმად, ორწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რითიც პლურალიზმის ნაცვლად, გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას შეუწყო ხელი. დღემდე სხდომები დებატებისა და განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს.