სავარაუდო დოპინგ-სკანდალი ქართულ რაგბში | რაგბის კავშირის პრეზიდენტი "პოსტ ფაქტუმის" ინფორმაციას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირის პირველი კომენტარი სავარაუდო დოპინგ- სკანდალზე. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი "მთავართან" საუბარში ადასტურებს რომ სავარაუდოდ დოპინგის მიღებისა და ანალიზებით მანიპულაციის საქმეზე მოკვლევას მსოფლიო რაგბის კავშირი და მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტო აწარმოებს. მისივე თქმით, მოკვლევასთან არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს რაგბის კავშირს 

"სამწუხაროდ ეხება მსოფლიო რაგბს, ანტიდოპინგურ სამსახურს და მოთამაშეების უფლებებს, ერთმანეთში აქვთ პირველადი მოკვლევა და იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება და გაირკვევა. მე მწამს ჩვენი მოთამაშეების, მათი სიმართლის და ბოლომდე მგონია, რომ თავის სიმართლეს დაამტკიცებენ. 

კავშირი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამაში, ეს არის მათი პირადი მიმოწერა და მათ შორის, ქართული ანტიდოპინგურიც სავარაუდოდ ჩართული იქნება." ამბობს სოსო ტყემალაძე.  

სავარაუდო დოპინგ-სკანდალის შესახებ ინფორმაცია გადაცემა "პოსტ ფაქტუმმა" გაასაჯაროვა.  გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი ბორჯღალოსნის, მათ შორის, ნაკრების კაპიტანის მერაბ შარიქაძის ანალიზების მოკვლევას მსოფლიო რაგბის კავშირი აწარმოებს.

ინფორმაცია ანალიზებით სავარაუდო მანიპულაციაზე "პოსტ ფაქტუმს" დაუდასტურა ქართული ანტი-დოპინგური სააგენტოს დირექტორმა.  თუ მსოფლიო რაგბი დაადგენს ანალიზების შეცვლის შესაძლო ფაქტს, სანქციის სახით ბორჯღალოსნებზე 4 წლამდე დისკვალიფიკაცია გავრცელდება. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი