"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში, მე-4 სკოლის ტერიტორიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. იყო რამდენიმე გასროლის ხმაც.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, თუმცა, სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო არავისთვის არ გამხდარა.
კრიმინალურმა პოლიციამ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.
"მთავარი" დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კრიმინალურ პოლიციაში ცდილობს.