"სასამართლო მთლიანად უზურპირებულია ხელისუფლების მიერ" | იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევი კომისია კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრებას მართავს. 

პირველ კანდიდატთან, გიორგი ბურჯანაძესთან გასაუბრება უკვე დასრულდა. კომისიის 7 წევრიდან 3-მა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ, აცილება გააკეთა, რადგან თქვეს, რომ წლების განმავლობაში ჰქონდათ პროფესიული ურთიერთობა ბურჯანაძესთან.

"მე ამ კონკურსში შარშანაც ვმონაწილეობდი, შარშანაც მიმაჩნდა, რომ ვაკმაყოფილებდი იმ მოთხოვნებს რომლებიც ამ კუთხით არსებობს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ. ჩემი განვლილი პროფესიული გამოცდილება ადასტურებს, რომ მაქვს ამ კუთხით გამოცდილება, შემიძლია ამ კუთხით ვიყო ეფექტური, დამოუკიდებელი, არამოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იმედი მაქვს ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული დადებითად", - თქვა ბურჯანაძემ.

ამჟამად გასაუბრება - დიმიტრი გაბუნიასთან მიმდინარეობს. მან მედიასთან თქვა, რომ სასამართლოს კლანი მართავს და უზურპირებულია ხელისუფლების მიერ.

"სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ სასამართლო არ თუ დამოუკიდებელი გახდა, დახვეწილი ფორმებით გახდა კლანური მმართველობის კლასიკური შედეგი და დღეის მდგომარეობით მთლიანად უზურპირებულია ხელისუფლების მიერ", - თქვა მან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი