უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და თანამდებობაზე გამწესების ახალი პროცედურები. პარლამენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე დღეს, 17 სექტემბერს, მეორე მოსმენით იმსჯელებს.
განხილვა 10:00 საათზე იურიდიულ კომიტეტზე დაიწყება, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. ცვლილებები ორ საკითხს ეხება - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება ვალდებულება დაასაბუთოს კანდიდატის შემდეგ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობა. ცვლილებით მეორე ნაწილით კი მოსამართლეობის კანდიდატს მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება.
ოპოზიცია "ოცნების" კანონპროექტს ფასადურს უწოდებს. ამბობენ, რომ ცვლილებებით პოლიტიკური ნიშნით მოსამართლეების დანიშვნა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. კანონპროექტი არ პასუხობს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი გუშინ, 16 სექტემბერს დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 81-მა დეპუტატმა მისცა.