
ლიხაურის ქუჩაზე მდებარე საკარანტინე სივრცეში, Covid 19-ის ეპიდემიის გამო კარანტინში მყოფ ქალს, სავარაუდოდ, პანიკური შეტევა დაემართა. ამის გამო ტერიტორიაზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
კარანტინში მყოფი მოქალაქეები ჩივიან, რომ სავალდებულო ვადის გასვლის მიუხედავად ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, რადგან საბოლოო ტესტების პასუხები აგვიანებს.
ბოლო, 16 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის რეკორდული - 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 22 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.