იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შერჩევის პროცედურა დიდ გამოწვევად იქცა კომისიის წევრებისთვისაც და კანდიდატებისთვისაც. შერჩევის მთავარ კრიტერიუმებად საყოველთაო აღიარებით, იქცა დღევანდელ რეალობაში წარმოქმნილი მოთხოვნები. ვინ შეძლებს გაუძლოს პოლიტიკურ ზეწოლას და ხმამაღლა ისაუბროს სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ვინ ამხელს კლანის ინტერესებში მოქმედ პირებს - შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ კომისია, პრეზიდენტის მოთხოვნით, სწორედ ამ კრიტერიუმებით გააკეთებს არჩევანს. დაეთანხმება თუ არა ამ გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი უცნობია, ვინაიდან პრეზიდენტისთვის კომისია მხოლოდ საკონსულტაციო ორგანოა.