იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს არასამთავრობო ორგანიზაციები ვეღარ ესწრებიან. სხდომებზე დასწრება არ არის შეზღუდული, თუმცა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ორგანო ცდილობს თავიდან აირიდოს დამკვირვებლები და ჩაკეტილად, ყოველგვარი გამჭვირვალობის სტანდარტების გვერდის ავლით მიიღოს გადაწყვეტილებები.
სხდომებს სისტემატურად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება. "სასამართლოს გუშაგი" ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები როგორც წესი დღის წესრიგით განსაზღვრულ დროს არ იწყება, დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხშირად უწევთ ხანგრძლივი ლოდინი სხდომაზე დასასწრებად, რაც რიგ შემთხვევებში 5-6 საათსაც კი აღწევს. არის შემთხვევები, როცა მათ ეუბნებიან, რომ სხდომა გადაიდო, მას შემდეგ კი რაც ისინი ტოვებენ საბჭოს, სხდომა დამკვირვებლების გარეშე ტარდება.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები იყო დახურული და ეს ხელისუფლება მის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ წარმატებად იმასაც მიიჩნევდა, რომ ეს კარი გაიხსნა დამკვირვებლებისთვის, უფრო საჯარო გახდა მათი სხდომები, და არა მათი საქმიანობა, სამწუხაროდ ზოგადად. და ფაქტობრივად ამ ტენდენციით, რაც მათთვის გამოცდილი პრაქტიკაა, იგივე მურუსიძისთვის და სხვებისთვის, რომლებიც მაშინაც სასამართლოს ნაწილი იყვნენ უბრუნდებიან იმ მდგომარეობას, რომელიც 2013 წლამდე იყო საქართველოში," - განაცხადა "სასამართლოს გუშაგის" ხელმძღვანელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაიცვას კანონის მოთხოვნები თავისი საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება მონიტორინგის მიზნით.
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას სისტემატურად აკვირდება, ამბობს, რომ ადგილი აქვს სხვადასხვასახის ხელოვნური წინაღობების შექმნა, კერძოდ: