ბათუმში შემსვლელ ყველა პირს სიცხეს გაუზომავენ

გამოქვეყნდა:

ბლოკპოსტი ბათუმის შესასვლელთან. ზღვისპირა ქალაქში შემსვლელ ყველა მგზავრს სიცხეს უზომავენ. მას კი ვისაც ტემპერტურა დაუფიქსირდება, კორონავირუსზე გადაამოწმებენ და ტესტირებას ჩაუტარებენ. გამკაცრებული ზომებით, ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს შორის მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იკრძალება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ქვეყანაში 2758 დადასტურებული შემთხვევაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი