რუსული დელეგაცია საქართველოში და მდუმარე უსაფრთხოების სამსახურები - ამ დრომდე არც სუსს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებიათ განმარტება იმ საეჭვო სემინართან დაკავშირებით, რომელსაც შეკვეთილში უკვე მეოთხე დღეა რუსეთიდან ჩამოსული ტრენერები ქართველ პედაგოგებს უტარებენ. რაში წვრთნიან ისინი საჯარო სკოლების მასწავლებლებს, მკაფიო განმარტება არ არსებობს.
მედიაში ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ განცხადება გაავრცელა ორგანიზატორმა - "რუსულმა კლუბმა", რომელიც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, რადგან ორგანიზაცია განმარტებას საეჭვო გარემოებებზე არ აკეთებს. მათ შორის იმ ტრენერებზე, რომლებიც გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით სანქცირებული არიან.