"რუსული კლუბის" სემინარი ქართველი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის | გალა-საღამოს რუსეთის საგარეოს თანამშრომლებიც დაესწრებიან - ბოლო ცნობები შეკვეთილიდან

გამოქვეყნდა:

ოკუპანტი ქვეყნის დელეგაცია საქართველოში - ცნობილი ხდება, რომ შეკვეთილში "რუსული კლუბი" ქართველ პედაგოგებსა და ბავშვებს წვრთნის. გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, სასტუმრო "მირაჟში" მეორე დღეა ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან.

სწავლებას, სავარაუდოდ, დასავლეთისგან სანქცირებული ის ორგანიზაცია აფინანსებს, რომელიც მსგავს სწავლებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მართავს. როსსატრუდნიჩესტვოს ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვია, რომლის ფონდიც საქართველოში კულტურული პროექტების საფარქვეშ რუსულ პროპაგანდას აქტიურად ეწევა.

სასტუმრო "მირაჟში" მიმდინარე სემინარის გეგმის მიხედვით, კი სწავლება ხვალ გალა-საღამოთი უნდა დასრულდეს, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ჩამოდიან.

"თბილისის მასწავლებლები არიან... მეთოდებზე, გრამატიკაზეა სემინარი. რუსულ ენას ვინც ასწავლიან, მათი სწავლების მეთორებზეა..." - ამბობს სასტუმროს მეპატრონე მედიასთან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი