ქუთაისში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულების უმრავლესობა 32-ე სკოლის კონტაქტებია. Covid 19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებს დღის განმავლობაში კოვიდ-მიმღებ კლინიკებში მოათავსებენ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2937;
  • გამოჯანმრთელებულია - 1422;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 22 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი