კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარაში დადასტურდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარაში დადასტურდა. როგორც მედიას ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უთხრა, ახალი 179 შემთხვევიდან 16 იმერეთში, 15 თბილისში, სამეგრელო - ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში 7-7, გურიასა და კახეთში კი 4-4 შემთხვევა გამოვლინდა.

მისივე თქმით, დღეისათვის, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში 9, მძიმეში კი 60-დან 70 პაციენტამდეა. 

ეზუგბაია ამბობს, რომ 17 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში, ერთ თვეში, 11 125 PCR ტესტი ჩატარდა. 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2937;
  • გამოჯანმრთელებულია - 1422;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 22 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი