სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულებზე 3 თვეში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 191 შეტყობინება შევიდა

გამოქვეყნდა:

2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის/მოხელის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე 191 შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ საუბარია, პარლამენტის წევრ ქეთევან თურაზაშვილის სადეპუტატო კითხვის  პასუხად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, აპრილში შევიდა - 46 შეტყობინება;  მაისში - 118 შეტყობინება; ივნისში - 27 შეტყობინება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში დარეგისტრირებული საჩივრები გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი სსკ-ის 144 −144 მუხლებით, 1 3 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი