თბილისში, საბურთალოზე კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ კაცი ცივი იარაღით - დანითაა დაჭრილი. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.