ამნისტიის კანონპროექტის გაფართოების მოთხოვნით ციხეებში პროტესტი გრძელდება | პატიმრები დაწესებულებაში ომბუდსმენის შესვლას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ციხეებში პროტესტი გრძელდება - პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის შესვლას ითხოვენ. მოშიმშილეები "ქართული ოცნების"  მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოებას ითხოვენ.

"ჩემი შვილის საკანში სამია და სამივე შიმშილობს. ორი ისეთია, მკურნალობას საჭიროებენ. ითხოვენ რომ ამნისტია შეეხოს ყველა პატიმარს ვადის ¼ მაინც და არა გამორჩეულად. მოითხოვეს, რომ შევიდეს სახალხო დამცველი და თვითონ ნახავს, რომ ნამდვილად  შიმშილობენ. მთელი ციხე აბუნტებულია გლდანშიც და სხვაგანაც", - აცხადებს ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა, თეონა ქვარცხავა, რომლის შვილიც ქსნის ციხეში იხდის სასჯელს.

პატიმრების შიმშილობას ადასტურებენ ადვოკატებიც. ადვოკატ ლიკა ბითაძის თქმით, მას არაერთი პატიმარი დაუკავშირდა, რომლებმაც მასობრივად დაიწყეს შიმშილობა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პროტესტია თითქმის ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.

 პროტესტს მეორე დღეა შეუერთდნენ ქალი მსჯავრდებულებიც.

"უკმაყოფილება გამოიწვია ამნისტიის კანონმა და ვფიქრობ, რომ მართებული იქნება ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე გადაიხედოს კანონპროექტი", - აცხადებს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

კანონპროექტი პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი